რეგისტრაცია ადვოკატთა დარგობრივ სპეციალიზებულ კურსზე - საგადასახადო სამართალი

საგადასახადო სამართალი

საგადასახადო სამართლის სპეციალიზებული კურსი ხორციელდება მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია საგადასახადო სამართლის სფეროში ადვოკატებისთვის/იურისტებისთვის სიღრმისეული და სპეციალიზებული ცოდნის გაზიარება. კურსს გაუძღვებიან დარგის ქართველი ექსპერტები:

  • თამარ ონიანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი;
  • ზვიად როგავა, აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გიორგი მაღალაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, საქართველოს ბანკის საპროცესო და სააღსრულებო წარმომადგენლობების უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე.

კურსის ფორმატი და სწავლების მეთოდი:

კურსით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდული, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური ფორმატით. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ კურსი გაიარონ დისტანციურად. კურსის ფარგლებში სწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები.

კურსის სამიზნე აუდიტორია:

სპეციალიზებული კურსი განკუთვნილია საგადასახადო სამართლის დარგით დაინტერესებული ადვოკატებისათვის/იურისტებისათვის.

არანაკლებ 1-წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ადვოკატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სპეციალიზებულ კურსს და მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს და შეეძლებათ შესაბამის დარგში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართონ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. სპეციალიზებული ადვოკატების შესახებ ინფორმაცია, დარგების შესაბამისად, განთავსდება სპეციალურ რეესტრში და ასოციაციის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. დეტალური ინფორმაცია სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეჩერება-შეწყვეტის წესი, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგებულია ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებით.  

კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი:

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს, კვირაში 9 (ცხრა) საათიანი დატვირთვით. კურსის დეტალური პროგრამა და განრიგი იხილეთ ბმულზეკურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • საგადასახადო სამართლებრივი ტერმინების და პრინციპების მიმოხილვა;
  • გადასახადის გადამხდელის და საგადასახადო ორგანოს ურთიერთობის ძირითადი ასპექტები;
  • გადასახადის გადამხდელის უფლებები და მოვალეობები;
  • საგადასახადო ორგანოს უფლებები და მოვალეობები;
  • საშემოსავლო გადასახადი;
  • მოგების გადასახადი, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, ქონების გადასახადი;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი. აქციზი. იმპორტის  გადასახადი;
  • სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.

სერთიფიკატის მინიჭების წესი:

კურსის მონაწილეებს Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიენიჭებათ კურსის შემაჯამებელი გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

სპეციალიზებულ კურსზე რეგისტრაცია 2025 წლის 16 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციამდე გთხოვთ, გაეცნოთ დარგობრივი სპეციალიზაციის კურსის დებულებას, კურსის პროგრამას და სარეგისტრაციოდ იხილოთ ბმული. 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი